The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



რევაზ თათარაძე

რევაზ თათარაძე
დაბადების თარიღი:10 ოქტომბერი, 1952  (72 წლის)
კატეგორია:თერაპევტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1975 წელს.

1975–1976წწ. იყო რესპუბლიკური ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ექიმი–ინტერნი; 1976–1987წწ. შრომის ჰიგიენისა და პროფესიულ დაავადებათა სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ექიმი–ორდინატორი, უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი, უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1987 წლიდან  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შინაგან სნეულებათა N3 კათედრის დოცენტი; 1993–1995წწ. ნატერსის(ავსტრია) პულმონოლოგიური კლინიკის ექიმი სტაჟიორი. ავტორია 75 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება გულ–სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების ეპიდემიოლოგიას. ექიმი–თერაპევტი, კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "გულის იშემიური დაავადების ეპიდემიოლოგია და გულ–სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციური მდგომარეობა თამბაქოს მრეწველობის მუშაკებში", დაიცვა 1985 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ამერიკის ოჯახის ექიმთა აკადემია, წევრი
  • აშშ არასამთავრობო ორგანიზაცია "ACTS Georgia" – სამედიცინო პროგრამა, კოორდინატორი
  • საქართველოს ექიმთა ასოციაცია, ვიცე-პრეზიდენტი
  • საქართველოს ოჯახის ექიმთა ასოციაციის გამგეობა, წევრი

ბიბლიოგრაფია