The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე
დაბადების თარიღი:16 იანვარი, 1983  (36 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი 2006 წელს;  საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის(GIPA) 2010 წელს.

2006-2007წწ. აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს(USAID) ქალთა ჯანმრთელობის პროგრამა, პროექტის კოორდინატორი; 2007 წელს ფონდი "ღია საზოგადოება საქართველო", ადამიანის უფლებათა დაცვის მონიტორინგის პროექტის მენეჯერი; 2008-2009წწ. საქართველოს სახალხო დამცველის მრჩეველი; 2009-2011წწ. საქართველოს სახალხო დამცველის თანაშემწე მენეჯმენტის საკითხებში; 2011-2012წწ. აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს(USAID) დემოკრატიული მმართველობის პროგრამა, დირექტორის მოადგილე; 2012-2014წწ. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე; 2014-2016წწ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2016-2020)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება", წევრი (2016-)