The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



იორამ თარხან-მოურავი

დაბადების თარიღი:17 სექტემბერი, 1943  (80 წლის)
კატეგორია:თერაპევტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1968 წელს.

1968–1970წწ. იყო 96231–ე სამხედრო ნაწილის ექიმი–ლაბორანტი; 1970–1972წწ. თბილისის მე–11 პოლიკლინიკის ფილიალის ექიმი–თერაპევტი; 1962–1979წწ. საქართველოს კურორტოლოგიის და ფიზიოთერაპიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1979–1988წწ. სწავლული მდივანი; 1987–1991წწ. სპელეოთერაპიის ლაბორატორიის გამგე; 1991 წლიდან ხელმძღვანელობს სამედიცინო კლიმატოლოგიის და კლიმატოთერაპიის განყოფილებას. ავტორია 36 სამეცნიერო ნაშრომის; მისი ხელმძღვანელობით დაცულია სამი საკანდიდატო დისერტაცია. არის ექიმი–თერაპევტი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ბრონქული ასთმით დაავადებულთა სპელეოთერაპია კარსტული გამოქვაბულის "თეთრი მღვიმის" პირობებში(წყალტუბოს რ–ში)", დაიცვა 1979 წელს.

სადოქტორო დისერტრაციის თემა - "ფილტვების ქრონიკული არასპეციფიკური დაავადებების დროს კარსტული მღვიმის მიკროკლიმატის გამოყენების კლინიკურ–ექსპერიმენტული დასაბუთება",  დაიცვა 1993 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • კურორტოლოგთა და ფიზიოთერაპევტთა საზოგადოება, წევრი
  • სპელეოთერაპევტთა საერთაშორისო კავშირის გამგეობა, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1989 - ღირსების მედალი

ბიბლიოგრაფია