The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



რევაზ თაყაიშვილი

დაბადების თარიღი:6 აგვისტო, 1959  (64 წლის)
კატეგორია:ქირურგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1982 წელს.

1982–1984წწ. იყო ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის პროქტოლოგიის კათედრის კლინიკური ოდრინატორი; 1984–1990წწ. თბილისის IV კლინიკური საავადმყოფოს პროქტოლოგიის განყოფილების ორდინატორი; 1992–1995წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროქტოლოგიის კათედრის ასისტენტი; 1995–1996წწ. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო ხარისხების რესპუბლიკური ინსპექციის უფროსის პირველი მოადგილე; 1996 წლიდან ხელმძღვანელობს სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო კომპანიას. ავტორია 26 სამეცნიერო ნაშრომის საკანდიდატო დისერტაციის პრობლემებზე. ექიმი–ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "თანმხლები პროქტო–გინეკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა", დაიცვა 1989 წელს.