The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ლიანა თევდორაძე

დაბადების თარიღი:23 ნოემბერი, 1931  (93 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1956 წელს.

1957–1959წწ. მუშაობდა თეთრიწყაროს საავადმყოფოში ექიმად; 1959 წლის 1 დეკემბრიდან კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ინსტიტუტის თანამშრომელია. ავტორია 45 სამეცნიერო ნაშრომის. მონაწილეობდა საკვალიფიკაციო ნაშრომების ბიოქიმიური ნაწილის შესრულებისა და ახალი კადრების მომზადებაში. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სისხლის ცილოვანი ცვლის ზოგიერთი მაჩვენებლის ცვლილებები წვრილი და მცხვილი ნაწლავის რეაქციის შემდეგ", დაიცვა 1968 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ლაბორატორიული მედიცინის კავშირის (ასიციაციის) გამგეობა, წევრი