The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



მანანა თევზაძე

დაბადების თარიღი:22 ნოემბერი, 1948  (76 წლის)
კატეგორია:დერმატოლოგი, ვენეროლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1971 წელს.

1971–1975წწ. მუშაობდა კანისა და ვენერიულ სნეულებათა სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში ექიმ–ორდინატორად; 1975–1984წწ. უმცროს მეცნიერ–თანამშრომლად; 1984–1987წწ. უფროს მეცნიერ–თანამშრომლად; 1987 წლიდან დერმატოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელია. ავტორია 45 სამეცნიერო ნაშრომის. ეკუთვნის 2 მეთოდური, 2 რაციონალური წინადადება და 1 გამოგონაბა. ხელმძღვანელობს კლ. ორდინატორების, ინტერნების მომზადებას, საკანდიდატო დისერტაციების შესრულებას. 1998 წლიდან ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას. ექიმი დერმატოლოგი–ვენეროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ფუნგოიდური მიკოზით დაავადებულთა კანის კლინიკო–მორფოლოგიური ცვლილებების დინამიკა მკურნალობის პროცესში", დაიცვა 1988 წელს.