შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
აკაკი თელია![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1942 წელს. მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ პედიატრიული და სანჰიგიენური ფაკულტეტის ჰოსპიტალური ქირურგიული კლინიკის კათედრაზე ორდინატორად დაიწყო მუშაობა. 1951 წელს ის ცოდნის გასაღრმავებლად მოსკოვში მიავლინეს. სიცოცხლის ბოლომდე პროფესორი ა. თელია ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის საფაკულტეტო ქირურგიის კათედრას. ავტორია 120–მდე სამეცნიერო ნაშრომისა, რომელთაგან 5 მონოგრაფიაა. პირველმა შეიმუშავა ბავშვთა და მოზარდთა ასაკში წყლულოვანი დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდები. ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |