The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



გიორგი თვალაძე

დაბადების თარიღი:25 ივლისი, 1908
გარდაცვ. თარიღი:1 თებერვალი, 1984  (75 წლის ასაკში)
კატეგორია:ანატომი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1931 წელს.

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა თუშეთში. მისი ძალისხმევით მაღაროსკარში გაიხსნა პირველი საავადმყოფო. 1934–1940 წლებში მუშაობდა ლენინგრადის სამხედრო-სამედიცინო აკადემიის ნორმალური ანატომიის კათედრაზე და ვ. ბეხტერევის სახელობის ტვინის ინსტიტუტში. 1941–1944 წლებში იყო ამიერკავკასიის სამხედრო ჰოსპიტლის მთავარი ექიმი, 1947 წლიდან გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო ფიზკულტურის ინსტიტუტის ნორმალური ანატომიის კათედრას. 1938 წელს მიწვეული იყო ექიმად ყინულმჭრელზე "იოსებ სტალინი"(გაზეთ "კომუნისტის" საკუთარი კორესპონდენტიც იყო). გიორგი თვალაძეს ეკუთვნის ქართულ ენაზე გამოქვეყნებული პირველი ადამიანის ანატომიური ატლასი, რომელის 1959 წელს გამოიცა. საფუძველი ჩაუყარა ადამიანის ანატომიის პროგრამირებულ სწავლებას. არის რამდენიმე სახელმძღვანელოს ავტორი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი(1940), პროფესორი(1940).

ბიბლიოგრაფია