Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website. For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili) |
გიორგი თვალაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1931 წელს. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა თუშეთში. მისი ძალისხმევით მაღაროსკარში გაიხსნა პირველი საავადმყოფო. 1934–1940 წლებში მუშაობდა ლენინგრადის სამხედრო-სამედიცინო აკადემიის ნორმალური ანატომიის კათედრაზე და ვ. ბეხტერევის სახელობის ტვინის ინსტიტუტში. 1941–1944 წლებში იყო ამიერკავკასიის სამხედრო ჰოსპიტლის მთავარი ექიმი, 1947 წლიდან გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო ფიზკულტურის ინსტიტუტის ნორმალური ანატომიის კათედრას. 1938 წელს მიწვეული იყო ექიმად ყინულმჭრელზე "იოსებ სტალინი"(გაზეთ "კომუნისტის" საკუთარი კორესპონდენტიც იყო). გიორგი თვალაძეს ეკუთვნის ქართულ ენაზე გამოქვეყნებული პირველი ადამიანის ანატომიური ატლასი, რომელის 1959 წელს გამოიცა. საფუძველი ჩაუყარა ადამიანის ანატომიის პროგრამირებულ სწავლებას. არის რამდენიმე სახელმძღვანელოს ავტორი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი(1940), პროფესორი(1940). Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |