The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



მერაბ თვალაძე

დაბადების თარიღი:5 იანვარი, 1941
გარდაცვ. თარიღი:აგვისტო, 2010  (69 წლის ასაკში)
კატეგორია:ალერგოლოგი, ქირურგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფდაკულტეტი 1964 წელს.

1961–1964წწ. იყო ფერშალი; 1964–1966წწ. ტყვარჩელის ქირურგიული განყოფილების ორდინატორი; 1966–1968წწ. კლინიკური ორდინატურა გაიარა მოსკოვში; 1969–1991წწ. მუშაობდა თბილისის ექიმთა დახელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტის სისხლძარღვთა ქირურგიის კათედრაზე დოცენტად; 1991 წელს ბორჯომში რაიონისა და საავადმყოფოს მთავარ ექიმად; 1992 წლიდან კვლავ თბილისის სამედიცინო აკადემიის სისხლძარღვთა და გადაუდებელი მიკროქირურგიის კათედრის დოცენტი; 1997 წლიდან კი ამავე კათედრის გამგე; ავტორია 81 სამეცნიერო ნაშრომის. ანგიო–ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "რენოვასკულარული ჰიპერტონიის ქირურგიული მკურნალობა თირკმლის არტერიიდან აორტალური არტერექტომიის მეთოდით", დაიცვა 1972 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • თბილისის ქირურგიული საზოგადოება, წევრი
  • ტრანსპლანტოლოგთა საზოგადოება, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1992 - ბ. პეტროვსკის სახელობის საპატიო მედალი
  • 1970 - გრიგოლ მუხაძის სახელობის მედალი