The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ლამარა თვალიაშვილი

დაბადების თარიღი:3 აპრილი, 1935  (89 წლის)
კატეგორია:ორთოპედი, ტრავმატოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თელავი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1961 წელს.

1969–1994წწ. იყო ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ორდინატორი; 1994–1996წწ. უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1996 წლიდან წამყვანი მეცნიერ–თანამშრომელი. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები, საავტორო უფლებებით აღიარებული და კლინიკაში დანერგილი 48 გამოგონება, მუშაობს ტერმინოლოგიურ ლექსიკონზე ორთოპედია–ტრავმატოლოგიაში. ორეთოპედ–ტრავმატოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სინდაქტილიის დროს თითების ადგილობრივი პლასტიკისათვის მომზადების დისტრაქციული მეთოდი", დაიცვა 1986 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ახალგაზრდა მეცნიერთა საზოგადოება, საპატიო წევრი
  • საქართველოს ორთოპედ–ტრავმატოლოგთა ასოციაცია, პასუხისმგებელი მდივანი
  • საქართველოს ორთოპედ–ტრავმატოლოგთა საზოგადოება, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1993 - უმაღლესი კატეგორიის ორთოპედ–ტრავმატოლოგი
  • 1988 - რესპუბლიკის დამსახურებული გამომგონებელი
  • 1987 - სსრკ სახელმწიფო პრემია
  • 1983 - სსრკ გამომგონებელის წოდება