The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ეთერ თოდუა

დაბადების თარიღი:27 სექტემბერი, 1921  (103 წლის)
კატეგორია:თერაპევტი, კარდიოლოგი, ნეფროლოგი, ჰემატოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სამტრედია.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1940 წელს.

უცხო ენათა ინსტიტუტის გერმანული ენისა და ლიტერატურის დაუსწრებელი ფაკულტეტი 1948 წელს.

1940 წელს იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ბიოლოგია–პარაზიტოლოგიის კათედრის ასისტენტი; 1941–1951წწ. თბილისის პირველი საავადმყოფოს ცენტრალური ლაბორატორიის ლაბორანტი; 1957 წელს ექიმი–ორდინატორი; 1951–1957წწ. ქალაქის პირველი საავადმყოფოს პირველი თერაპიული განყოფილების, ექიმი–ორდინატორი; 1957–1969წწ. თერაპიის ინსტიტუტის განყოფილების უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1969 წლიდან საკონსულტაციო პოლიკლინიკის "გულის იშემიური დაავადების" გამგე. ავტორია 50 სამეცნიერო ნაშრომის, თანაავტორებთან ერთად გამოქვეყნებული აქვს მეთოდური წერილი; მის სახელს უკავშირდება, აკად. ნ. ყიფშიძის თანადგომით თერაპიის ინსტიტუტში მიოკარდიუმის ინფარქტით დაავადებულთა რეაბილიტაციის განყოფილების ჩამოყალიბება და ხელმძღვანელობა(1969). კითხულობდა ლექციებს კლინიკურ ფარმაკოლოგიაში და მიჰყავდა პრაქტიკული მეცადინეობები ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში; ბერლინში, კლინიკა "შარიტე"–ში პროფესორ დუტცის ხელმძღვანელობით შეისწავლა თირკმლის ფუნქციური ბიოფსია, ძვლის ტვინის ფუნქციური ბიოფსია–მედულოგრამა და მათი პრაქტიკული გამოყენება. თერაპევტი, კარდიოლოგი, ნეფროლოგი, ჰემატოლოგი, კლინიკური ფარმაკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "თირკმლების პარციალური ფუნქციების ცვლილებები დიფუზიური გლომერულონეფრიტების დროს პრედნიზოლონით და ჰიპოთიაზიდით მკურნალობასთან დაკავშირებით", დაიცვა 1967 წელს. 

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • შრომის ვეტერანის მედალი
  • მედალი "ერთგული შრომისთვის"