The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



თენგიზ თოიძე

დაბადების თარიღი:9 იანვარი, 1956  (69 წლის)
კატეგორია:უროლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1978 წელს.

1978–1981წწ. მუშაობდა ოზურგეთის ცენტრალურ საავადმყოფოში; 1981–1984წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ასპირანტი; 1984–1988წწ. ქირურგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1988 წლიდან ამავე ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი და ულტრაბგერითი ჯგუფის ხელმძღვანელი. ავტორია 36 სამეცნიერო ნაშრომის. უროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, 2 საკანდიდატო დისერტაციის ხელმძღვანელი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ახალშობილის თირკმლების ჰიპოთერმული ინციალური პერფუზია და კონსერვაცია",  დაიცვა 1987 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სადისერტაციო–საატესტაციო საბჭო, "უროლოგიის" სწავლული მდივანი
  • ტრანსპლანტოლოგთა ასოციაციის გამგეობა, წევრი