The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Physicians of Georgia
HomeCategories  
Search
Person Name:

This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website.

For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili)



გია თომაძე

გია თომაძე
Date of birth:19 August, 1955  (69 years)
Category:Surgeon

Biography

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1978 წელს.

1979 წელს იყო თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს ინტერნი; 1979–1981წწ. მოსკოვის ქირურგიის საკავშირო ცენტრის კლინიკური ორდინატორი; 1981–1984წწ. აქვე დაამთავრა ასპირანტურის კურსი და შეთავსებით მუშაობდა პასუხისმგებელ ქირურგად მოსკოვის N20 კლინიკურ საავადმყოფოში; 1994 წლიდან ქალაქის N1 კლინიკური საავადმყოფოს ბაზაზე არსებული თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ქირურგიული კათედრის(ზოგადი ქირურგიული კლინიკის) თანამშრომელია. 1988 1989წწ. მუშაობდა მინესოტის(აშშ) უნივერსიტეტის ქირურგიულ კლინიკაში; 1997-2002წწ. იყო საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი ქირურგი, ამჟამად არის ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტთა პანელის წევრი ქირურგიაში და ორგანოთა ტრანსპლანტაციაში; ავტორია 150-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, ეკუთვნის 3 გამოგონება, 7 რაციონალიზატორული წინადადება, 4 მეთოდური რეკომენდაცია. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში მონაწილეობდა როგორც ქირურგი. ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "პანკრეასის სადინარის პლომბირების კლინიკური გამოყენების ექსპერიმენტული დასაბუთება", დაიცვა 1983 წელს.

სადოქტორო დისერტაცია - "შაქრიანი დიაბეტის ქირურგიული მკურნალობა", დაიცვა 1993 წელს.

Member of Organizations

  • გადაუდებელ ქირურგთა საერთაშორისო ასოციაცია, წევრი (2016-)
  • ევროპის ქირურგთა ასოციაცია, წევრი
  • ევროსაბჭოს ექსპერტთა კომიტეტი ორგანოთა ტრანსპლანტაციაში, წევრი (2001-)
  • ნიუ–იორკის მეცნიერებათა აკადემია, წევრი (1997-)
  • საქართველოს ექიმთა ასოციაცია, წევრი
  • საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (2017-)
  • საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა ასოციაცია, პრეზიდენტი
  • ქირურგთა ინტერნაციონალური კოლეჯი, წევრი

Awards and Honors

  • 2012 - ღირსების ორდენი
  • 2002 - გრიგოლ მუხაძის სახელობის მედალი
    სამამულო ქირურგიის განვითარებაში გაწეული წვლილისთვის
  • 1995 - მედალი "საბრძოლო დამსახურებისთვის"
    საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში ქირურგად მონაწილეობისათვის

Contacts Information

  • Business
    გადაუდებელი ქირურგიისა და ტრავმატოლოგიის ცენტრი
    Address:თბილისი, წინანდლის ქ. N9
    Phone:+995 322 77 18 19; +995 599 55 33 11