შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
ზაზა თოფურია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ხონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1969 წელს. 1970 1976წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პათოლოგიური ანატომიის კათედრის ასისტენტი; 1976–1988წწ. დოცენტი; 1989 წლიდან პროფესორი; 1997 წლიდან თბილისის ექიმთა დიპლომისშემდგომი განათლების სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის პათოლოგიური ანატომიის კათედრის გამგე. ავტორია 80 სამეცნიერო ნაშრომის. არის პათოლოგანატომი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიების დეპარტამენტის თავმჯდომარე. საკანდიდატო დისერტაციის თემა -"ქალის სარძევე ჯირკვლის ეპითელის ზოგიერთი კარიოლოგიური თავისებურებანი, დისჰორმონული ჰიპერპლაზიისა და კიბოს დროს", დაიცვა 1974 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "რესპირატორული ტრაქტის, აეროჰემატური ბარიერის ცვლილებანი ონტოგენეზში და ფილტვების არასპეციფიკურ ავადმყოფობათა დროს ექსპერიმენტში და ადამიანებში". ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |