The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ირაკლი თოფურია

დაბადების თარიღი:12 თებერვალი, 1923  (101 წლის)
კატეგორია:პარაზიტოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სანიტარული ჰიგიენის ფაკულტეტი 1944 წელს.

1944–1946წწ. იყო დიდ სამამულო ომში I უკრაინის ფრონტის ბატალიონის სანიტარული სამსახურის უფროსი; 1946–1959წწ. მალარიისა და სამედიცინო პარაზიტოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ–თანამშრომელი; 1959–1962წწ. ამავე ინსტიტუტის დირექტორი; 1962 წლიდან დირექტორის მოადგილე სამეცნიერო ნაწილში; 1961–1962წწ. იმყოფებოდა ვიეტნამის დემოკრატიულ რესპუბლიკაში მალარიასთან მებრძოლ საბჭოთა სპეციალისტთა ჯგუფის ხელმძღვანელად. ავტორია 170 სამეცნიერო ნაშრომის, გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები, მასვე ეკუთვნის სამეცნიერო–პოპულარული მოკლემეტრაჟიანი ფილმის "ბრუცელოზის" სცენარი(1977; თბილისი); რესპუბლიკაში და მის გარეთ სამედიცინო პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის სამეცნიერო მუშაობის მონაწილე და ხელმძღვანელი. პარაზიტოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. მიღებული აქვს 10 სახელმწიფო მედალი და მრავალი საპატიო სიგელი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ანკილოსტომიდოზური ანემია და მისი მკურნალობა", დაიცვა 1956 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "მალარია და მასთან ბრძოლა საქართველოში", დაიცვა 1970 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ეპიდემიოლოგთა საზოგადოება, წევრი
  • ომის ვეტერანთა საზოგადოება, ვიცე-პრეზიდენტი
  • პროფკავშირისა და ხარისხის მიმნიჭებელი საბჭო, წევრი
  • სამედიცინო პარაზიტოლოგთა საზოგადოება, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • სამამულო ომის II ხარისხის ორდენი
  • წითელი ვარსკვლავის ორდენი
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • ღირსების ორდენი
  • ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის სახელობის პრემია
  • საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე