შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
მაია თოფურიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1951 წელს. 1951–1953წწ. იყო კურორტოლოგიის და ფიზიოთერაპიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის კლინიკური ორდინატორი; 1953–1955წწ. მუშაობდა ბაკურიანში სათხილამურო ბაზაში ექიმად; 1955–1958წწ. ბავშვთა მე–4 საავადმყოფოში ქირურგად; 1958–1960წწ. ამავე საავადმყოფოში რენტგენის კაბინეტის გამგედ; 1960–1964წწ. იყო რენტგენოლოგიის სამეცნიერ კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტი; 1964–1967წწ. პედიატრიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიუტუტის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1967–1983წწ. ამავე ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელ–რენტგენოლოგი; 1983 წლიდან რენტგენის კაბინეტის გამგე. 10 წლის განმავლობაში უსასყიდლოდ უტარებდა პრაქტიკულ მეცადინეობებს ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის რენტგენის კათედრის მსმენელებს, სემინარებს საქართველოს რეგიონებში ექიმებისთვის. მის მიერაა დანერგილი საქართველოში ტომოგრაფიის მეთოდის გამოყენება ბავშვებში. ბავშვთა რენტგენოლოგიაში პირველი მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატია და საქართველოში პირველად მას აქვს მინიჭებული ბავშვთა რენტგენოლოგიაში უფროსი მეცნიერ– თანამშრომლის წოდება. ავტორია 48 სამეცნიერო ნაშრომის, უმაღლესი კატეგორიის ექიმი–ბავშვთა რენტგენოლოგი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ტუპერკულოზური სპონდილიტით დაავადებულ ბავშვთა ხერხემლის ტომოგრაფიული გამოკვლევა", დაიცვა 1964 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |