შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
თალიკო თოხაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სანიტარული ჰიგიენის ფაკულტეტი 1949 წელს. 1949–1959წწ. იყო მახარაძის ბავშვთა პოლიკლინიკის ექიმი–პედიატრი; 1959–1961წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის საფაკულტეტო პედიატრიის კათედრის კლინიკური ორდინატორი; 1961–1965წწ. რუსთავის მთავარი პედიატრი; 1965–1976წწ. კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის კლინიკური განყოფილების პედიატრიული ჯგუფის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1977 წლიდან ამავე ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 50 სამეცნიერო ნაშრომის. იყო საქართველოს კურორტებზე არსებული ბავშვთა სანატორიუმების კონსულტანტი; თბილისის ჯანმრთელობის დაცვის სამმართველოს ქალაქის მთავარი შტატგარეშე სპეციალისტი ბავშვთა საკურორტო დახმარების დარგში. პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისრტაციის თემა - "ინფექციური არასპეციფიკური(რევმატოიდული) ართრიტით დაავადებულ ბავშვთა მკურნალობის შედარებითი ეფექტურობა კურორტების წყალტუბოსა და ახტალის პირობებში", დაიცვა 1975 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |