The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ნელი თოხაძე

დაბადების თარიღი:6 ივლისი, 1927  (96 წლის)
კატეგორია:ნევროპათოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების დგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1949 წელს.

1949–1952წწ. იყო სამკურნალო ფაკულტეტის ნერვულ სნეულებათა კათედრის კლინიკური ორდინატორი; 1954–1965წწ. კურორტოლოგიის და ფიზიოთერაპიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უმცროსი, შემდეგ უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1965–1970წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული პროფ. მედიცინის და სტომატოლოგიური ფაკულტეტის ნერვულ სნეულებათა კათედრის ასისტენტი; 1970 წლიდან ამავე კათედრის დოცენტი. ავტორია 58 სამეცნიერო ნაშრომის და ერთი მონოგრაფიის. ნევროპათოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. მიღებული აქვს სხვასხვა სახის ჯილდო.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "პერიფერიული ნერვული სისტემის გავა–წელის მიდამოს სხვადასხვა ბალნეოფაქტორებით მკურნალობის საკითხისათვის", დაიცვა 1962 წელს.