შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
ლევან თურქიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: დაბა თიანეთი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პროფილაქტიკური ფაკულტეტი 1951 წელს. 1951–1954წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ასპირანტი ჯანდაცვის ორგანიზაციის კათედრაზე; 1954–1968წწ. ასისტენტი; 1968 წლიდან კათედრის დოცენტია. ავტორია 60 სამეცნიერო ნაშრომისა სოციალური მედიცინის, ჯანდაცვის ორგანიზაციის, მედიცინის ორგანიზაციის, მედიცინის ისტორიისა და სანგანათლების შესახებ. გამოცემული აქვს მონოგრაფია: "ჯანმრთელობა თითოეულისათვის და ყველასათვის" (1991). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ქალაქის გაერთიანებული საავადმყოფოს თერაპიული განყოფილების მუშაობის ძირითადი ხარისხობრივი მაჩვენებლები". ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |