The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



მარინა იაკობაშვილი

დაბადების თარიღი:1 იანვარი, 1957  (67 წლის)
კატეგორია:კარდიოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1979 წელს.

1979–1985წწ. ორდინატურა გაიარა მოსკოვის საკავშირო კარდიოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ცენტრში, აქვე დაამთავრა ასპირანტურა; 1986 წლიდან მ. წინამძღვრიშვილის სახელობის კლინიკური და ექსპერიმენტული კარდიოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის გულის უკმარისობის განყოფილების უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელია. ავტორია 25 სამეცნიერო ნაშრომის, გამოქვეყნებული აქვს ერთი მონოგრაფია: "ჰიპერტონული გული სტაბილური და ავთვისებიანი მიმდინარეობის არტერიული ჰიპერტონიის დროს" (1992). ექიმი–კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციია თემა - "გული ავთვისებიანი თირკმლოვანი ჰიპერტონიის დროს(კლინიკო–მორფოლოგიური გამოკვლევა)", დაიცვა 1985 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ევროპის კარდიოლოგთა ასოციაცია, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1985 - სსრკ ახალგაზრდა კარდიოლოგთა კონკურსი, I ხარისხის პრემია (სხვა ავტორებთან ერთად)