The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ზურაბ იაშაღაშვილი

დაბადების თარიღი:22 იანვარი, 1962  (62 წლის)
კატეგორია:ქირურგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1985 წელს.

1985–1986წწ. იყო თბილისის VIII საავადმყოფოს ქირურგი ინტერნი; 1986–1989წწ. რუსთავის N2 პოლიკლინიკის ქირურგი; 1989–1996წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის ქირურგიულ სნეულებათა კათედრის უფროსი ლაბორანტი, პარალელურად – საათობრივი ასისტენტი; 1996 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის ქირურგიულ სნეულებათა N2 კათედრის ასისტენტი. ავტორია 10 სამეცნიერო ნაშრომის, კუჭისა და სანაღვლე გზების ქირურგიის საკითხებზე. ეკუთვნის ერთი რაციონალური წინადადება: "დუოდენო–ბილიარული რეფლექსის ბიოქიმიური გამოვლინების მეთოდური ექსპერიმენტში". ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კუჭისა და ნაღვლის ბუშტის შეუღლებული დაავადებები", დაიცვა 1991 წელს.