შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
დავით იაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. სწავლობდა მოსკოვის N2 სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტზე 1971–1973 წლებში, დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1977 წელს. 1978–1979წწ. იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს საავადმყოფოს ნევროლოგიური განყოფილების ექიმი; 1979–1982წწ. ამავე განყოფილების გამგე; 1982 წლიდან რკინიგზის ნ. კახიანის სახელობის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ნევროლოგიური განყოფილების გამგე. ავტორია 12 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება საძილე არტერიებში სისხლის სიჩქარის და ტვინის ფუნქციონალური აქტივობის ურთიერთკავშირს. ნევროპათოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ნერვული სისტემის ცვლილებები შორეულ პოსტოპერაციულ პერიოდში საძილე არტერიების ექსტრაკრანიალური ნაწილების მაოკლუზირებელი დაზიანების დროს", დაიცვა 1985 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |