The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



მირმან იაშვილი

დაბადების თარიღი:1934
გარდაცვ. თარიღი:1995  (61 წლის ასაკში)
კატეგორია:პედიატრი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1963 წელს.

1965 წელს იყო ბავშვთა N5 საავადმყოფოს უროლოგიური განყოფილების ექიმი–ორდინატორი; 1974 წელს რესპუბლიკის ბავშვთა მთავარი ანესთეზიოლოგ–რეანიმატოლოგი; 1974–1986წწ. ხელმძღვანელობდა ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოს; 1986–1989წწ. მუშაობდა ქალაქის ჯანმრთელობის სამმართველოს უფროსად; მურმან იაშვილმა, პირველად საქართველოში, 1976 წელს  დიღომში ლუბლიანის  ქუჩაზე მრავალპროფილური პედიატრიული კლინიკა გახსნა. 1995 წლიდან საავადმყოფოს მიენიჭა მისი სახელი. მ. იაშვილის ბიუსტი დგას საავადმყოფოს ეზოში.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს დამსახურებული ექიმი, წევრი