The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ნინო იაშვილი

დაბადების თარიღი:6 სექტემბერი, 1963  (60 წლის)
კატეგორია:პარაზიტოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სანიტარული ჰიგიენის ფაკულტეტი 1986 წელს.

1986–1987წწ. იყო საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რესპუბლიკური სეს–ეპიდემიოლოგი; 1987 წლიდან ს. ვირსალაძის სახელობის სამედიცინო პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უმცროსი, შემდეგ კი უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 12 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება სამედიცინო პარაზიტოლოგიის პრობლემებს. ექიმი–პარაზიტოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ადამიანის ტრიქონელოზი და მისი შემცირების ღონისძიებები საქართველოში", დაიცვა 1997 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს პარაზიტოლოგთა საზოგადოება, წევრი