The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ვაჟა ივერიელი

ვაჟა ივერიელი
დაბადების თარიღი:1 ოქტომბერი, 1925  (98 წლის)
გარდაცვ. თარიღი:200?
კატეგორია:ენდოკრინოლოგი, თერაპევტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ფოთი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1946 წელს.

1946–1950წწ. იყო რესპუბლიკური ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს თერაპიული განყოფილების ექიმი–ორდინატორი; 1950–1953წწ. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის, აკადემიკოს პავლოვის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტი; 1955–1958წწ. ენდოკრინოლოგიური ჯგუფის მეცნიერ–თანამშრომელი(ლენინგრადი); 1958 წლიდან თბილისის ექიმთა დახელოვნების(ამჟამად სამედიცინო აკადემია) ენდოკრინოლოგიის კათედრის გამგე; იყო ენდოკრინოლოგია–მეტაბიოლოგია–დიეტოლოგიის კლინიკის დირექტორი. ავტორია 120 სამეცნიერო ნაშრომის, დასტამბული აქვს 7 მონოგრაფია. ექიმი–თერაპევტ–ენდოკრინოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "უმაღლესი ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევის გავლენა გულზე", დაიცვა 1953 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "ენდოკრინული ჯირკვლების დაავადებანი", დაიცვა 1963 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს დიაბეტური ასოციაცია, პრეზიდენტი
  • საქართველოს ენდოკრინოლოგთა სამეცნიერო საზოგადოება, თავმჯდომარე

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1983 - საქართველოს განათლების სამინისტროს რესპუბლიკური პრემია
  • 1980 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე