The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



მანანა ივერიელი

მანანა ივერიელი
დაბადების თარიღი:20 ნოემბერი, 1955  (68 წლის)
კატეგორია:სტომატოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბორჯომი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სტომატოლოგიური ფაკულტეტი 1979 წელს.

1979-1981წწ. იყო  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თერაპიული სტომატოლოგიის კათედრის ორდინატორი; 1981984წწ. თერაპიული სტომატოლოგიის კათედრის ასპირანტი; 1984-1995წწ. ასისტენტი; 1995-1997წწ. დოცენტი; 1997-2006წწ. პროფესორი; 1995-2001წწ.თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თერაპიული სტომატოლოგიის კათედრის გამგის მოვალეობის შემსრულებელი; 1995 წლიდან თერაპიული სტომატოლოგიის კათედრის გამგე; 2006 წლის ივნისიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თერაპიული სტომატოლოგიის დეპარტამენტის სრული პროფესორი, დეპარტამენტის ხელმძღვანელი. 2009 წლის 16 ივლისიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აპ. ურუშაძის საუნივერსიტეტო სტომატოლოგიური კლინიკის დირექტორი. ავტორია 135 სამეცნიერო ნაშრომის, ორი რაციონალიზატორული წინადადების, ორი მეთოდური დამუშავების. არის სამი საკანდიდატო დისერტაციის ხელმძღვანელი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "პაროდონტიტით დაავადებული პერიფერიული სისიხლის ერითროციტთა და ლეიკოციტთა ციტოქიმიური და ულტრასტუქტურული თავისებურებანი", დაიცვა 1989 წელს.                                     

სადოქტორო დისერტაციის თემა - "ცვლილებანი სისხლის ელემენტების ციტოქიმიური და ულტრასტრუქტუტული პაროდონტიტის დროს", დაიცვა 1995 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • თბილისის ორჯონიკიძის რაიონის რაიონული საბჭო, სახალხო დეპუტატი (1977-1979)
  • საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია, ვიცე-პრეზიდენტი

ბიბლიოგრაფია