შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
მაყვალა ილურიძე-სტურუა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილიუსის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1955 წელს. თბილისის პედიატრიის ინსტიტუტის დაარსების დღიდან მუშაობდა აღნიშნულ ინსტიტუტში, ჯერ უმცროს მეცნიერ–თანამშრომლად, ხოლო 1964 წლიდან ფუნქციური დიაგნოსტიკის განყოფილების ხელმძღვანელად. ავტორია 81 სამეცნიერო ნაშრომის, რომელიც ეხება გულსისხლძარღვთა სისტემის ფუნქციურ მდგომარეობას. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები. პედიატრ–კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, სამედიცინო–სოციალური აკადემიის აკადემიკოსი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ჯანმრთელ ბავშვთა გულსისხლძარღვთა სისტემის ფუნქციური მდგომარეობის ზოგიერთი მაჩვენებელი ასაკობრივ ასპექტში ერთი დღიდან 16 წლამდე", დაიცვა 1964 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "ჯანმრთელ ბავშვთა სისხლის მიმოქცევის ასაკობრივი თავისებურებანი საქართველოს სხვადასხვა კლიმატოგეოგრაფიულ რეგიონებში", დაიცვა 1988 წელს კიევში. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |