The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



გიორგი იმნაძე

დაბადების თარიღი:6 სექტემბერი, 1954  (70 წლის)
კატეგორია:კარდიოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1977 წელს.

1978–1979წწ. მუშაობდა ქალაქის მე–2 კლინიკურ საავადმყოფოში; 1979–1980წწ. მე–4 მთავარ სამმართველოს საავადმყოფოს კარდიოლოგიურ განყოფილებაში; 1980–1982წწ. კლინიკური ორდინატურა გაიარა კარდიოლოგიის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში; 1982–1998წწ. ამავე ინსტიტუტის რითმის მოშლის განყოფილებაში; 1993 წლიდან ფუნქციური დიაგნოსტიკის განყოფილების ხელმძღვანელი. ავტორია 14 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება გულის რითმის დარღვევების მექანიზმებსა და მკურნალობას, გულის ელექტროსტიმულაციის მეთოდების გამოყენებას. კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ანტირითმული პრეპარატების შერჩევა სუპერავენტრიკულური პაროქსიზმული ტაქიარითმიის ეპიზოდური მკურნალობისათვის გულის ტრანსეზოფაგური ელექტროსტიმულაციის მეთოდის გამოყენებით",  დაიცვა 1993 წელს.