The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



პაატა იმნაძე

პაატა იმნაძე
დაბადების თარიღი:11 თებერვალი, 1953  (72 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის ფაკულტეტი 1976 წელს.

1992 წლიდან არის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი; 1997 წელს იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კათედრის დოცენტი; 1997–1998წწ. მერილენდის უნივერსიტეტის მეცნიერ მუშაკი; 2005 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯანდაცვის კათედრის სრული პროფესორი; ასხუთი სამეცნიერო ნაშრომისა და მიკრობიოლოგიის ორი სახელმძვანელოს ავტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა – "ახალშობილთა და ჩვილ ბავშვთა ნაწლავის მიკროფლორა და იმუნური სტატუსი", დაიცვა 1983 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭო, თავმჯდომარე
  • ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ტროპიკულ დაავადებათა კვლევის ევროპის რეგიონის იმუნიზაციის ექსპერტთა კომიტეტი, წევრი (2004-)
  • ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ტროპიკულ დაავადებათა კვლევის საკოორდინაციო საბჭო, წევრი (2003-2006)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2003 - ღირსების ორდენი
  • 2002 - ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საპატიო მედალი

ბიბლიოგრაფია