შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
შოთა ინანეიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1984 წელს. 1985–1986წწ. იყო წყალტუბოს სანატორიუმ "რკინიგზელის" ექიმი–ორდინატორი; 1995 წელს ჯანდაცვის მართვის ნაციონალური ცენტრის თანამშრომელი; 1986 წლიდან მუშაობს თბილისის ექსპერიმენტული და კლინიკური თერაპიის ინსტიტუტში. ავტორია 11 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება გულის იშემიურ დაავადებათა რისკის ფაქტორების გავრცელებას და მათ პროფილაქტიკას ახალგაზრდებში. თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "გულის იშემიური დაავადებების გამომწვევი რისკის ფაქტორების გავრცელება და მათი პროფილაქტიკა თბილისის სტუდენტებში", 1993 წელს.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |