The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ალექსანდრე ინაური

დაბადების თარიღი:22 იანვარი, 1947  (77 წლის)
კატეგორია:ანატომი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ხაშური.

დაამთავრა ჩრდილო–ოსეთის ორჯონიკიძის სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1971 წელს.

1971–1974წწ. იყო ხაშურის რკინიგზის საავადმყოფოს ექიმი–ქირურგი; 1974–1988წწ. თბილისის სამედიცინო აკადემიის ტოპ. ანატომიისა და ოპერატიული ქირურგიის კათედრის ასისტენტი; 1988–1995წწ. ამავე კათედრის დოცენტი; 1995 წლიდან აღნიშნული კათედრის გამგე, პროფესორი. ავტორია 80 სამეცნიერო ნაშრომის, გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები, არის 2 სადოქტორო და 6 საკანდიდატო დისერტაციის ხელმძღვანელი; ტოპოგრაფ–ანატომი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ვარიკოცელეს ქირურგიული მკურნალობის ექსპერიმენტული საფუძვლები", დაიცვა 1984 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "მგზენტერიული სისხლის მიმოქცევის მოშლა", დაიცვა 1993 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ნიუ–იორკის მეცნიერებათა აკადემია, ნამდვილი წევრი