შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
გიორგი ინგოროყვა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1973 წელს. 1972–1973წწ. იყო ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების ექიმი–ინტერნი; 1973–1979წწ. რესპუბლიკური ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ნეიროქირურგიული განყოფილების ექიმი–ნეიროქირურგი; 1979–1987წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ნეიროქირურგიის კურსის ასისტენტი; 1987 წელს ამავე კურსის დოცენტი; 1994 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ნეიროქირურგიის კურსის ხელმძღვანელი. ავტორია 40 სამეცნიერო ნაშრომის. ნაშრომთაგან 7 გამოქვეყნებული აქვს საზღვარგარეთ. არის სამი საკანდიდატო თემის ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ოპერაციის შემდგომი თავის ტვინის შეშუპების კლინიკუირი თავისებურებანი", დაიცვა 1987 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
საკონტაქტო ინფორმაცია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |