შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
გიორგი იოსელიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1941 წელს. 1944-1945წწ. და 1948-1950წწ. თბილისის სასწრაფო დახმარების საავადმყოფოს ექიმი-ორდინატორი; 1946-1947წწ. მოსკოვის სკლიფასოვსკის სახელობის სასწრაფო დახმარების ინსტიტუტი; 1950-1952წწ. ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1952-1956წწ. სწავლული მდივანი; 1956-1974წწ. დირექტორის მოადგილე სამეცნიერო ნაწილში; 1974-1988წწ. დირექტორი; 1989 წლიდან საპატიო დირექტორი. 300-ე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია, მათ შორის, 5 მონოგრაფიის. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კუჭის დისტალური და თორმეტგოჯა ნაწლავის პროქსიმალური ნაწილების ფორმისა და მდებარეობის სხვადასხვა ვარიანტები", დაიცვა 1949 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "ღვიძლის შეგუბებითი ექსპერიმეტნული ციროზის საკითხისათვის", დაიცვა 1959 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |