შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
დავით იოსელიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი და პარალელურად ლენინგრადის ი. პ. პავლოვის სახელობის სამედიცინო ინსტიტუტი 1966 წელს; ლენინგრადის ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტურა 1969 წელს. 1971-1972წწ. თერაპიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მიოკარდის ინფარქტის რეაბილიტაციის განყოფილების უფროსი ლაბორანტი (ქ. თბილისი); 1971-1972წწ. ა. ნ. ბაკულევის სახელობის გულ-სისხლძარღვთა ინსტიტუტის კარდეოლოგიის განყოფილების ექიმი; 1972-1977წწ. ამავე ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1977--1982წწ. გულის იშემიურ დაავადებათა ქირურგიული მკურნალობის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1982-1996წწ. მის მიერვე დაარსებული კორონალური სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევის ინტენსიური თერაპიის განყოფილების ხელმძღვანელი. 1996 წლიდან მოსკოვის საქალაქო ინტერვენციული კარდიოლოგიური ცენტრის (მის მიერვე დაარსებული) დირექტორი. 2016 წლიდან მოსკოვის ი. მ. სეჩენოვის სახელობის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ინტერვენციული კარდიოლოგიის კათედრის გამგე. 441 სამეცნიერო შრომისა და 10 მონოგრაფიის ავტორი. მედიცინის მეცნიერებთა დოქტორი (1977), პროფესორი (1982), ექიმი-კარდიოლოგი. მიღებული აქვს ქ. მოსკოვის მთავრობის პრემია (2003), რუსეთის ფედერაციის მთავრობის პრემია (2010). ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
საკონტაქტო ინფორმაცია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |