შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
თეიმურაზ იოსელიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1971 წელს. 1971–1973წწ. იყო ბათუმის რკინიგზის საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების ექიმი–ორდინატორი; 1973–1989წწ. თბილისის ე. ფიფიას სახელობის რკინიგზის საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების ექიმი–ორდინატორი, 1973 წლიდან დააფუძნა ენდოსკოპიური განყოფილება და პირველმა საქართველოში დაიწყო საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ენდოსკოპიური დიაგნოსტიკა და ენდოსკოპიური მკურნალობა. კვალიფიკაცია გაიარა ენდოსკოპიაში ქ. მოსკოვში ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში. 1990 წლიდან სხივური და ინტერვენციული დიაგნოსტიკის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ენდოსკოპიური და ენდოსკოპიური ქირურგიის განყოფილების ხელმძღვანელი და ამავე ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე. გამოქვეყნებული აქვს 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის ერთი მონოგრაფია “ენდოსკოპიის ატლასი”. მიღებული აქვს მრავალი სერტიფიკატი. მუდმივად მონაწილეობს საერთაშორისო კონგრესებსა და კონფერენციებში: ჩიკაგო (ა.შ.შ), ლონდონი (ინგლისი), ვენა, გრაცი (ავსტრია), ბუდაპეშტი (უნგრეთი), პრაღა (ჩეხეთი), სტამბული (თურქეთი), მოსკოვი, სანქტ-პეტერბურგი (რუსეთი). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კუჭის რეზექციის შემდგომი უახლესი პერიოდის გართულებების ენდოსკოპიური დიაგნოსტიკა და მკურნალობა", დაიცვა 1995 წელს. ქირურგი–ენდოსკოპისტი. მედიცინის დოქტორი, კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ენდოსკოპიისა და ენდოქირურგიის განყოფილების ხელმძღვანელი. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
საკონტაქტო ინფორმაცია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |