შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
ლია იოსელიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1956 წელს. 1957 წელს მუშაობდა ტყიბულის ბავშვთა საავადმყოფოში; 1957–1958წწ. წყალტუბოს ბაგა–ბაღში; 1958–1960წწ. მარნეულის რაისაავადმყოფოს ბავშვთა განყოფილებაში; 1960–1967წწ. თბილისის მე–19 ბავშვთა პოლიკლინიკაში; 1967–1969წწ. თბილისის ჩვილბავშვთა N1 სახლში; 1969–1981წწ. პედიატრიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის საორგანიზაციო–მეთოდური განყოფილების გამგედ; 1981 წლიდან ამავე განყოფილების უფროსი მეცნიერ–თანამშრომელია. ავტორია 38 სამეცნიერო ნაშრომის. გამოქვეყნებული აქვს მეთოდური რეკომენდაციები. მისი ხელმძღვანელობით დაცულია ერთი საკანდიდატო დისერტაცია. პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ორგანიზებული და არაორგანიზებული ასაკის ბავშვთა ჯანმრთელობის მდგომარეობა და განვითარების მაჩვენებლები", დაიცვა 1983 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |