შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
მარინა იოსელიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სოხუმი. დაამთავრა ლენინგრადის სანიტარულ–ჰიგიენური სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1972 წელს. 1972–1974წწ. მუშაობდა მოსკოვის მე–20 სამშობიარო სახლის ექიმ მეან–გინეკოლოგად; 1974–1988წწ. იყო მოსკოვის საოლქო მეანობა და გინეკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1988 წლიდან აკად. კ. ჩაჩავას სახელობის პერინატალური მედიცინისა და მეანობა–გინეკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 47 სამეცნიერო ნაშრომის. ფლობს 3 საავტორო მოწმობას. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ასპირაციულ–გამორეცხვითი დრენირება მძიმე გინეკოლოგიური ავადმყოფების ქირურგიული მკურნალობის კომპლექსში", დაიცვა 1983 წელს.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |