შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
ავთანდილ ისაკაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1972 წელს. 1973–1994წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თერაპიის კათედრის უფროსი ლაბორანტი, ასისტენტი, დოცენტი; 1987–1989წწ. თერაპიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის კლინიკური განყოფილების უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1994 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თერაპიის კათედრის პროფესორი და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს აკრედიტაცია–ლიცენზიების განყოფილების უფროსი. ავტორია 75 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება თერაპიის, კარდიოლოგიის, კლინიკური ფარმაკოლოგიისა და ექსპერიმენტული მორფოლოგიის პრობლემებს. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კორდარონის მოქმედება გულის იშემიური დაავადებისას", დაიცვა 1979 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "ძირითადი ანტიანგინური პრეპარატებით კომბინირებული მკურნალობის გავლენა სისხლის მიმოქცევის სისტემაზე გულის ქრონიკული იშემიური დაავადებისას", დაიცვა 1991 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |