The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



რობერტ კავთელაძე

დაბადების თარიღი:15 აგვისტო, 1936  (87 წლის)
კატეგორია:ქირურგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ზედა საზანო(თერჯოლის რაიონი).

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1960 წელს.

1960–1964წწ. იყო ახალციხის რაისაავადმყოფოს ქირურგი; 1964–1966წწ. "ახალციხნახშირის" მედ. სანნაწილის ქირურგიული განყოფილების გამგე; 1966–1978წწ. კლინიკური ორდინატურა გაიარა მოსკოვის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტიში; 1968–1970წწ. იყო მოსკოვის ოლქის ლუბერცის რაიონის ბერეჟინსკის სახელობის საავადმყოფოს ქირურგი; 1970–1972წწ. ბოტკინის სახელობის საავადმყოფოს ორდინატორი; 1972–1975წწ. მოსკოვის 36–ე საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების გამგე; 1975–1982წწ. მოსკოვის სტომატოლოგიური ინსტიტუტის ქირურგიული კათედრის ასისტენტი; 1982 წლიდან ზესტაფონის ცენტრალური საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების გამგე.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ოპერაციის შემდგომი პერიტონიტები", დაიცვა 1970 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • მოსკოვის ქირურგიული საზოგადოება, წევრი