The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ნათელა კაკაბაძე

დაბადების თარიღი:6 აპრილი, 1940  (84 წლის)
კატეგორია:პედიატრი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1963 წელს.

1964 წელს მუშაობდა ბავშვთა მე–10 და მე–18 პოლიკლინიკაში უბნის პედიატრად; 1966–1993წწ. პედიატრიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის პულმონოლოგიურ განყოფილებაში მეცნიერ–თანამშრომლად; 1993 წლიდან ამავე ინსტიტუტის საკონსულტაციო პოლიკლინიკის იროდოლოგია; 1991 წელს მოსკოვში მიიღო ლაზეროთერაპევტისა და იროდოლოგიის კვალიფიკაცია. ავტორია 30 სამეცნიერო ნაშრომის. პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კლინიკურ –ფუნქციური და ზოგიერთი მეტაბოლური მაჩვენებელი ფილტვების მწვავე ანთების დროს ადრეული ასაკის ბავშვებში", დაიცვა 1988 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს პედიატრთა სამეცნიერო საზოგადოება, წევრი