The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Physicians of Georgia
HomeCategories  
Search
Person Name:

This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website.

For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili)



ნელი კაკულია

ნელი კაკულია
Date of birth:11 July, 1951  (72 years)
Category:Physiologist/Physiotherapist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1974 წელს.

1974–1975წწ. იყო თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს ნევროლოგიური განყოფილების ექიმი–ინტერნი. 1975–1978წწ. კურორტ მენჯის ექიმი–ნევროპათოლოგი; 1980–1987წწ. თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის კათედრის ლაბორანტი; 1987–1995წწ. ასისტენტი; 1995 წლიდან კათედრის პროფესორი. ავტორია 21 სამეცნიერო ნაშრომის. ეკუთვნის 9 რაციონალიზატორული წინადადება და ერთი გამოგონება. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფია. არის ექიმი–ფიზიოთერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.

საკანდიდატრო დისერტაციის თემა - "ნევრასტენიის სამკურნალოდ ზოგიერთი ფიზიოთერაპიული მეთოდის გამოყენების კლინიკურ–ფიზიოლოგიური დახასიათება", დაიცვა 1988 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თმა - "მიკროელემენტების ელექტროფარეზით და მაგნიტური ველით ნევრასთენიით დაავადებულთა დიფერენცირებული მკურნალობა და ამ ელემენტების როლი დაავადების პათოგენეზში", დაიცვა 1995 წელს.

Member of Organizations

  • კურორტოლოგთა და ფიზიოთერაპევტთა რესპუბლიკური და საქალაქო სამეცნიერო საზოგადოება, წევრი