შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
გიორგი კალანდარიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1981 წელს. 1982–1983წწ. იყო ცხაკაიას რკინიგზის საავადმყოფოს ექიმი თერაპევტი; 1983–1986წწ. მოსკოვის ნ. ი. პიროგოვის სახელობის მე–2 სამედიცინო ინსტიტუტის მედიკო–ბიოლოგიური ფაკულტეტის შინაგან სნეულებათა კათედრის ასპირანტი; 1986–1987წწ. ამავე ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტის შინაგან სნეულებათა კათედრასთან არსებული კლინიკური ალერგოლოგიის კვლევითი ლაბორატორიის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1987–1990წწ. მოსკოვის მე–2 სამედიცინო ინსტიტუტის მედიკო–ბიოლოგიური ფაკულტეტის შინაგან სნეულებათა კათედრის ასისტენტი; 1990 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტის შინაგან სნეულებათა კათედრის ასისტენტი. ავტორია 38 სამეცნიერო ნაშრომის. თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მკურნალობის ექსტრაკორპორალური მეთოდების ზემოქმედება სისხლის ჰემოსტაზურ პოტენციალზე სუნთქვის ქრონიკული უკმარისობით ავადმყოფებში", დაიცვა 1987 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |