The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



დავით კალანდაძე

დავით კალანდაძე
დაბადების თარიღი:24 ნოემბერი, 1952  (71 წლის)
კატეგორია:პროქტოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1976 წელს.

1977–1980წწ. იყო დედოფლისწყაროსა და საგარეჯოს რაი. საავადმყოფოების ქირურგიული განყოფილების ექიმი; 1980–1986წწ. ბაკულევის სახელობის გულ–სისხლძარღვთა საკავშირო ქირურგიის ინსტიტუტის სისხლძარღვთა განყოფილების უმცროსი, უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1986 წლიდან სამედიცინო აკადემიის პროქტოლოგიის კათედრის დოცენტი. ავტორია 20 სამეცნიერო ნაშრომის. პროქტოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "თავის ტვინის(ხერხემლის არტერიების) იშემიური ინსულტების ქირურგიული მკურნალობა", დაიცვა 1985 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ქირურგიული საზოგადოება, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1986 - ახალგაზრდა მეცნიერთა I საკავშირო კონფერენციის ლაურეატი
  • 1983 - სსრკ–აშშ კარდიოქირურგიული III კონფერენციის ლაურეატი

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სამსახური
    გიდმედი
    მისამართი:თბილისი, ლუბლიანას ქ. 2/6
    ტელეფონი:591 35 33 55