The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ზურაბ კალანდაძე

დაბადების თარიღი:1 ოქტომბერი, 1923  (100 წლის)
კატეგორია:პულმონოლოგი, ფტიზიატრი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1949 წელს.

1950–1951წწ. იყო უბნის ექიმ–ორდინატორი; 1951–1952წწ. თბილისის ტუბ. საავადმყოფოს განყოფილების გამგე; 1953–1971წწ. მოსკოვის ტუპერკულოზის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის კლინიკური ორდინატორი; 1972–1994წწ. უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი, ქირურგიული კლინიკის ხელმძღვანელი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ფტიზიატრიის და ფილტვის ქირურგიის კათედრის გამგე; 1994 წლიდან ფტიზიატრიისა და პულმონოლოგიის კათედრის პროფესორი. ავტორია 120 სამეცნიერო ნაშრომის. ეკუთვნის ერთი რაციონალური წინადადება, ერთი გამოგონება, ოთხი მეთოდური რეკომენდაცია. პულმონოლოგი–ფტიზიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "განცალკევებული  ბრონქოსპირომეტრია ფილტვის ტუპერკულოზისა და ემპიემის ქირურგიულ მკურნალობაში", დაიცვა 1962 წელს მოსკოვში.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "რეზექციები ფილტვის ორმხრივი ტუპერკულოზის დროს", დაიცვა 1969 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მედიკო–ბიოლოგიური აკადემია, წევრი
  • საქართველოს ფტიზიატრთა და პულმონოლოგთა ასოციაცია, პრეზიდენტი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე