The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



თემურ კალანდაძე

დაბადების თარიღი:25 დეკემბერი, 1951  (72 წლის)
კატეგორია:იმუნოლოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1975 წელს.

1975–1987წწ. მუშაობდა მოსკოვის ლ. ტარასევჩის სახელობის სამედიცინო ბიოლოგიური პრეპარატების კონტროლისა და სტანდარტიზაციის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში; 1988–1990წწ. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მეცნიერული და სამეცნიერო კვლევითი დაწესებულების სამმართველოს უფროსის მოადგილედ; 1990–1993წწ. კურორტების გაერთიანების გენერალურ დირექტორად; 1993–1997წწ. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ; 1996 წლიდან ხელმძღვანელობს სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო კომპანიას. ავტორია 18 სამეცნიერო ნაშრომისა საკანდიდატო დისერტაციის პრობლემატიკაზე. იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "გრიპოზული ვაქცინების ალერგიული თვისებების შესწავლა", დაიცვა 1995 წელს.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1994 - ღირსების მედალი

ბიბლიოგრაფია