შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
ფირან კალანდაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: დაბა ქობულეთი. დაამთავრა ვორონეჟის სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1977 წელს. 1978–1982წწ. იყო თათრეთის ასსრ მამადიშის რაიონის კამის საუბნო საავადმყოფოს ექიმი–ქირურგი; 1982–1984წწ. ყაზანის სამედიცინო ინსტიტუტის უროლოგიის კათედრის კლინიკური ორდინატორი; 1984–1989წწ. ქობულეთის რაისაავადმყოფოს ექიმი–უროლოგი; 1990–1993წწ. თბილისის ალ. წულუკიძის სახელობის უროლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტი. 1993–1997წწ. თბილისის სამედიცინო აკადემიის უროლოგიის კათედრის უფროსი ლაბორანტი; 1997 წლიდან ამავე კათედრის ასისტენტი. ავტორია 5 სამეცნიერო სტატიის. 1998 წლის მარტ–ივნისში იმყოფებოდა ისრაელის(ქ. ჰადერაში) წამყვან უროლოგიურ კლინიკაში სტაჟირებაზე. 2011 წელს დაინიშნა აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ. უროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "შარდსაწვეთების სტენტების გამოყენება ობსტრუქციული უროპათიების დროს", დაიცვა 1997 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |