ძიება
ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)
|
მზია კანდელაკი
დაბადების თარიღი: | 26 ივნისი, 1925 (99 წლის) |
კატეგორია: | თერაპევტი |
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის ფაკულტეტი 1948 წელს. 1949–1971წწ. იყო II კლინიკური საავადმყოფოს ორდინატორი; 1959 წელს სპეციალიზაცია ჩინური ხალხური მედიცინის დარგში გაიარა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში; 1971–198წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის საფაკულტეტო თერაპიის ასისტენტი; 1980–1995წწ. ამავე კათედრის დოცენტი; 1993 წლიდან ჩინური მედიცინის კათედრის გამგე; 1991 წლიდან საქართვრლოს ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი სპეციალისტი აკუპუნქტურის დარგში; 1995 წლიდან ომის ვეტერანთა საერთაშორისო კლინიკური ჰოსპიტლის მთავარი თერაპევტი; უფროსის მოადგილე სამედიცინო დარგში; რეფლექსოთერაპიის რესპუბლიკური სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი. ავტორია 65 სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორისაა 3 მონოგრაფია, ეკუთვნის 2 მეთოდური რეკომენდაცია და გამოგონება. თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, კლასიკური და ტრადიციული მედიცინის აკადემიის კათედრის გამგე. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კუჭის სეკრეტორულ ფუნქციაზე რეფლექსოთერაპიის პუნქტაციური მეთოდის გავლენის ფიზიოლოგიური მექანიზმები", დაიცვა 1969 წელს; სადოქტორო დისერტაცია დაიცვა 1995 წელს.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- ევროპის აკუპუნქტურის საერთაშორისო აკადემია, წევრი
- ნიუ–იორკის მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1998-)
- საქართველოს აკუპუნქტურის ასოციაცია, პრეზიდენტი (1997-)
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1983 - საქართველოს უმაღლესი და საშუალო სპეციალური განათლების სამინისტროს რესპუბლიკური პრემიის ლაურეატი
ბიბლიოგრაფია
|