The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ქეთევან კანდელაკი

დაბადების თარიღი:14 ოქტომბერი, 1911  (112 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:თერაპევტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი 1942 წელს.

1946-1957 წლებში მუშაობდა ამავე ინსტიტუტის კლინიკური და ბიოქიმიური ლაბორატორიების გამგედ. 1966 წლიდან ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის თერაპიის კათედრის პროფესორი, 1976 წლიდან კი ამავე ინსტიტუტში მის მიერვე დაარსებული ნეფროლოგიის კურსის ხელმძღვანელია. შეისწავლა ძვლის ტვინის ენდოგენური სტიმულატორების ერითროპოეტინების გავლენა ანემიის განვითარებაზე ზოგიერთი შინაგანი სნეულობის დროს. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი(1968), პროფესორი(1968). თერაპევტი.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1976 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე