შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
არჩილ კაპანაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1980 წელს. 1980-1982წწ. გაიარა კლინიკური ორდინატურა სამედიცინო რადიოლოგია–რენდგენოლოგიაში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში; 1992–1985წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ასპირანტი კლინიკური რადიობიოლოგიის სპეციალობით; 1985 წლიდან მუშაობს ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრში. ავტორია 32 სამეცნიერო ნაშრომის ონკოლოგიის, სხივური თერაპიის, მედიცინის, ჯანდაცვის, საზოგადოების განვითარების და სხვა აქტუალურ პრობლემებზე. რადიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ადამიანის სხეულის ტემპერატურის ცვლილების კანონზომიერება დასხივების დროს და ამ კანონზომიერების თეორიული მნიშვნელობა სხივური თერაპიის პრაქტიკისათვის", დაიცვა 1993 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |